ქუთაისში ბინას იძულებით გადაადგილებული 480 ოჯახი მიიღებს

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებული 480 ოჯახი მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა: idp.gov.ge

უწყების ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია.

იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში (ი. აბაშიძის გმზ. N27) 4 და 5 მაისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყო თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში.

2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

ლელა დევდარიანი


საქართველოს ეროვნული პავილიონი არქიტექტურის ვენეციის ბიენალეზე

მან შეძლო არქიტექტურა მარტივი, ეკონომიური და კომფორტული ყოფილიყო – ლადო ალექსი-მესხიშვილი

სამშენებლო ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტი სავალდებულო იქნება

2 წლის წინ რეაბილიტირებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ – მედპერსონალი აპროტესტებს

რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

პოდკასტი