ძაღლის ღია სივრცეში საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზრდება

ძაღლის ღია სივრცეში საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება. კერძოდ, პირი, რომელიც თავის ძაღლს საბმელის ან ალიკაპის გარეშე გაიყვანს ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში, გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 150 ლარით დაჯარიმდება, იგივე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში, მოქალაქე 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა) დაჯარიმდება, – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

საკანონმდებლო ცვლილება ასევე, ითვალისწინებს წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის წესების დარღვევაზე ჯარიმის გაზრდას.

თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.


,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„დღეს სტუდენტებს ევროპული სტანდარტის განათლებას ვაძლევთ” – სტუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

საქართველოს დროშა 26 მაისს მსოფლიოს არაერთი ქვეყანაში გამოიფინა

საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავს ზეიმობს

პოდკასტი