საცხენოსნო თერაპია შშმ პირებისთვის
გორის მუნიციპალიტეტის მერია პირველად, იზოთერაპიის კურსს დააფინანსებს. პროექტი შშმ პირთა სამკურნალო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ საცხენოსნო კლუბ “კენტავრმა” განახორციელა, სადაც საჭიროების მქონე შშმ პირები 6 წლის ზემოთ ჩაერთნენ. ბავშვების რეაბილიტაცია/ჰაბილიტაცია და სოციალიზაცია საცხენოსნო თერაპიის – იზოთერაპიის გამოყენებით წარიმართება.
იზოთერაპია შშმ პირებს ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევაში, მოტორიკის განვითარებაში დაეხმარება და მათ ინტეგრაციას, ქცევით ჩვევებსა და გონებრივ განვითარებას შეუწყობს ხელს.
შშმ პირთა სამკურნალო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი საცხენოსნო კლუბ „კენტავრის“ თანამშრომლები სპეციალისტების მიერ გადამზადდნენ. კლუბს პირადად სტუმრობდნენ აკადემიკოსი, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი დიმიტრი წვერავა და სპეციალისტები ეკა შეშაბერიძე და მანონი ლორია . სტუმრებმა ,,კენტავრის“ წარმომადგენლებს პრაქტიკული რჩევები მისცეს.
პროექტის მიზანია შშმ პირების რეაბილიტაცია/ჰაბილიტაცია, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალური ადაპტაცია იზოთერაპიის საშუალებით, ასევე იზოთერაპიის პოპულარიზაცია და შშმ პირთა საცხენოსნო შეჯიბრებების ორგანიზება.
ლიკა მაჩხანელი