თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ოქტომბრის 00:00 საათიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმართულებით და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ტრანსპორტის გადაადგილება ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთასთან შეიზღუდება.
მათივე ინფორმაციით, მეტროსადგურ “ავლაბრიდან” მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ასევე, წინანდლის ქუჩიდან, ახმეტის, თელავის, ზურაბაშვილის, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, მოსკოვის გამზირის მიმართულებით.
მოსკოვის გამზირიდან, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმართულებით კი ავტომობილები ჩაჩავას, ჯორჯ ბუშის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით შეძლებენ გადაადგილებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში, ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთი – ქეთევან დედოფლის გამზირიდან, იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ცალმხრივი გახდება.
რაც შეეხება N305, N309, N325, N333 და N393 ავტობუსებს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, გულიასა და გულუას ქუჩების გავლით იმოძრავებენ, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მეტეხის ხიდის გავლით, მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდებიან და ბარათაშვილის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იმოძრავებენ, რის შემდეგაც, გორგასალის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გავლით, ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
N337 ავტობუსი კი, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, ნავთლუღის ქუჩაზე გადაადგილდება და ბარათაშვილის ქუჩისკენ ჰოლბრუკის, გულიას, გულუას ქუჩებით იმოძრავებს, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მეტეხის ხიდის საშუალებით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადავა და დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენას სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს, შემდეგ გორგასალის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გავლით, ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდება, ვაჟა ჩაჩავასა და აწყურის ქუჩების საშუალებით კი, ლეხ კაჩინსკის ქუჩისკენ გადაადგილდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
მიკროავტობუსები – N462, N472, N528, N534 და N540 მეტროსადგურ “ისნის” მიმდებარე ტერიტორიიდან, ავლაბრის მოედნისკენ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის, კასპის, ძმები ყურაშვილების, წინანდლისა და ახმეტის ქუჩების გავლით თელავის ქუჩამდე იმოძრავებენ, შემდეგ კი, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების საშუალებით ავლაბრის მოედანზე მოხვდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას მიკროავტობუსები ქეთევან დედოფლის გამზირიდან თელავის ქუჩაზე გადავლენ, წურწუმიასა და ზურაბაშვილის ქუჩების გავლით ლეხ კაჩინსკის ქუჩას დაუკავშირდებიან და აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩებით, კვლავ ქეთევან დედოფლის გამზირზე მოხვდებიან.
თაკო ბოკუჩავა

