ნიკა მელიას პარტიის ფულის არამიზნობრივად ხარჯვას ედავებიან

პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის დაპირისპირება კვლავ აქტიურ ფაზაშია. საზოგადოება ყოველდღე ახალ ბრალდებებს ისმენს.

ამჯერად, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ თანხების არასწორი ხარჯვის შესახებ, ე.წ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, საქართველოში ძებნილი იოსებ თოფურიძე, სოციალურ ქსელში, ,,ენმ“- ის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ასაჯაროებს.

ნამდვილად საინტერესოა თუ რამდენი უჯდება ,,ენმ“-ს მათი თავმჯომარის, ნიკა მელიას ,,შენახვა“?!

ამ კითხვის პასუხად, სოსო თოფურიძე, კონკრეტულ ციფრებს აქვეყნებს: ,,სოციალური ქსელი ,,ფეისბუქის“ რეკლამა – 500 000 ლარი, დაცვის ხელფასი – თვეში 18 000 ლარი, საწვავი თვეში 4 ტონა – 12 000 ლარი, უცხოეთში მოგზაურობა- 41 000 ლარი, სულ – 81 000 ლარი, ამას რეკლამებიც რომ დავუმატოთ, სულ, წელიწადში 1 471 000 ლარი“ – ვკითხულობთ თოფურიძის განვხადებაში.

სოსო თოფურიძის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებებს, ნიკა მელიაც გამოეხმაურა. მელია ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებას ,,შეკვეთილს“ უწოდებს და ამბობს, რომ მოვა დრო, როდესაც აუცილებლად გამოააშკარავებს, ვინ რისთვის იბრძვის.

თოფურიძის განცხადება, ცხადია, უყურადღებოდ არც ,,ნაციონალურ მოძრაობას“ დარჩენია. მათი განმარტებით, იოსებ თოფურიძის განცხადება, სიცრუეზე აგებულ კამპანიას ემსახურება, რომლის მთავარი მიზანი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების დისკრედიტაციაა. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი, პარტიის მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნური დაპირისპირების წარმოქმნას ემსახურება. ,,გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები, არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს“ – აღნიშნულია ,,ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

სალომე ხომასურიძე


პოდკასტი