,,უწარსულოდ ვერ მოვიძიებთ სამომავლო გზებს“- ქართველი ავიაკონსტრუქტორის გზა დიდ ავიაციაში

,,კარგი ავიაკონსტრუქტორი უნდა იყოს ინჟინერი, მათემატიკოსი და მეოცნებე. მას მოთმინებაც უნდა ჰქონდეს და ფანტაზიაც. უნდა იცოდეს, როდის შეჩერდეს და ყოველთვის შესწევდეს ძალა, რომ წინ წავიდეს“.

ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი,  1896 წლის 9 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შედეგ, მუშაობა თვითმფრინავების გამომცდელად დაიწყო. შემდეგ ხერხემალი დაუზიანდა და თვითმფრინავის მართვა ვეღარ შეძლო. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი მეტად დაინტერესება ავიაკონსტრუქციით.

პირველი, მთლიანად ლითონისგან დამზადებული თვითმფრინავი ალექსანდრე ქართველიშვილმა შექმნა. შემდეგ იყო მრავალი საავიაციო და საბრძოლო თვითმფრინავი. თავად, ყველაზე მეტად P-47- ით ამაყობდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალექსანდრე ქართველიშვილის კომპანია თვითმფრინავების ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა. მან საავიაციო საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. ამერიკის საავიაციო ისტორიაში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად.

ალექსანდრე ქართველიშვილი, 1947 წლის 20 ივლისს, ნიუ-იორკში გარდაიცვალა.


პოდკასტი