25 ოქტომბერს ავთანდილ ვარაზი დაიბადა

ქართველი ფერმწერი, ავთანდილ ვარაზი (ვარაზიშვილი) 1926 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. ავთანდილ ვარაზი ქართულ მხატვრობაში პირველი იყო, ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. ის როგორც ფერმწერი, უმეტესად პორტრეტსა და ნატურმორტს ხატავდა. მის შემოქმედებაში კი, დიდი ადგილი რელიგიურ მოტივებს ეკავა.
ფერმწერი წლების განმავლობაში, სამუზეუმო ექსპოზიციის გაფორმებაზე მუშაობდა.
სწორედ ავთანდილ ვარაზს ეკუთვნის რეჟისორ გიორგი შენგელაიას ყველასთვის კარგად ცნობილი ფილმის – “ფიროსმანის” მხატვრული გაფორმება და მთავარი როლიც მანვე შეასრულა.
ფილმის სცენარის ავტორია, ასევე ცნობილი, ერლომ ახვლედიანია, გადაიღეს 1969 წელს.
მხატვრის ტილოები მსოფლიოს წამყვან მუზეუმებშია წარმოდგენილი, მათ შორის, ნიუ-იორკსა და პარიზში. ქართველი ფერმწერის ნამუშევრებია კერძო კოლექციებშიც არის წარმოდგენილი, მაგალითად, ნახატი სახელწოდებით “რვაფეხა” საბერძნეთში, კოსტაკისის კერძო კოლექციაში ინახება.
ავთანდილ ვარაზის 15 ნამუშევარი საქართველოს მუზეუმების კედლებს ამშვენებს, მათ შორისაა ეროვნული მუზეუმი, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურისა და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმები.
ავთო ვარაზი 1977 წლის მარტში გარდაიცვალა. 1977 წლის მაისში კი, მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკის თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა, სადაც ფერმწერის ოჯახის წევრებიც მიიწვიეს.
“ნუ დაიხმარ ნურავის, ბუნების გარდა, ბოლომდე გამოხატე შენი დამოკიდებულება გარემოსადმი, ენდე შენ შინაგან გრძნობას. არავითარი ეჭვი და რიდი”, – ამბობდა ქართველი ფერმწერი.
ავტორი: სალომე ხომასურიძე

