გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა. ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები თანამედროვე აპარატურითაა  აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლადაა განკუთვნილი. სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილები  ყველა რეგიონში გადანაწილდება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში , თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ოფისიც გაიხსნება, რაც თანამშრომელთა ხარისხიან მუშაობასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.


,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა

საცხენოსნო თერაპია შშმ პირებისთვის

“ან უნდა იბრძოლო გამარჯვებისთვის, ან დეპრესიაში იყო და დამარცხდე” – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

პოდკასტი