სამხედრო მფრინავობიდან არქიტექტურამდე – საქართველოს მსოფლიო დონის არქიტექტორი, გიორგი ჩახავა ჰყავდა

,,ინტელექტუალური თვალსაზრისით არაფერია უფრო ღირსეული და ელეგანტური, ვიდრე ფორმით მიღწეული სტაბილურობა“.

გიორგი ჩახავა , როგორც არქიტექტორი და კონსტრუქტორი , მეოცე საუკუნის ქართული მშენებლობის ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული წარმომადგენელია. მისი და ზურაბ ჯალაღანიას ყველაზე მოდერნისტული ნაგებობა -საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა ( ახლანდელი საქართველოს ბანკი)  საქართველოს სავიზიტო ბარათია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. შენობას საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული და არქიტექტურის თითქმის ყველა სახელმძღვანელოშია შესული.

 

მისმა უნიკალურმა მიდგომამ შესაძლებლობა მისცა ეშენა ყველგან. მისი პროექტები განხორციელებულია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ქართველი არქიტექტორის იდეები ყოველთვის  წინ უსწრებდა დროს. არაერთი მნიშვნელოვანი შენობის, ავტობუსის გაჩერებების, პავილიონების, მეტროს, აეროპორტის, თეატრის ავტორია, რომელიც  აქტუალურობასა და თავის ხიბლს დღემდე არ კარგავს.

არქიტექტორის ერთ-ერთი გამოგონება რკინა-ბეტონის სამშენებლო ელემენტები და მათი გამოყენების ობიექტებია.

გიორგი ჩახავა 1923 წლის 14 მაისს დაიბადა. 1941 წლიდან იყო როსტოვის სამხედრო მფრინავთა სკოლის სტუდენტი და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დემობილიზაციის შემდეგ, 1949 წელს დაამთავრა  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის განყოფილება. ამავე წელს დაიწყო მუშაობა უმცროს არქიტექტორად. შემდეგ იყო არაერთი წარმატებული ნაბიჯი.  ქართველი არქიტექტორი, 2007 წელს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.


პოდკასტი