რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა იგეგმება

როგორც ცნობილია, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მიმდინარე წელს 5 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება, მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის გარდა, 2023 წელს, ასევე დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაბა ლენტეხის საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია.

სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, 2021- 2022 წლებში, რეგიონის მასშტაბით უკვე რეაბილიტირდა 2 საბავშვო ბაღი; 2022 წელს, ასევე დაიწყო 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.


პოდკასტი