ზუგდიდში ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა

აგრო კრედიტის პროექტის  ფარგლებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, 4.34 ჰა ფართობზე, ლურჯი მოცვის ბაღები გაშენდა. ბიზნესისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ლურჯი მოცვის 14 000 ნერგის შეძენა-გაშენებას და  ჭაბურღილისა და სარწყავი სისტემებით მოწყობას მოხმარდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 300 000 ლარი შეადგინა.

,, ლურჯი მოცვი“ სეზონზე 15 ტონამდე მოსავლის მიღებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. პირველ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზება როგორც ქართულ, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე განხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. პროექტი ბაზისბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

,, პროდუქციის მოსავალს შემდეგი წლიდან ველოდებით და დაგეგმილი გვაქვს ექსპორტზე გატანა. სამომავლოდ ვგეგმავთ პროექტების გაღრმავებას, სამაცივრე მეურნეობის ხაზით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობით , რეგიონში აგრო მიმართულების გასაძლიერებლად, კიდევ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ“,- აღნიშნა შპს ,,ლურჯი მოცვის“ დირექტორმა გოჩა მესხმა.

კენკროვანი კულტურების, მათ შორის მოცვის გაშენება, ბოლო პერიოდში, მეტად პოპულარული გახდა, რაც ფერმერს შესაძლებლობას აძლევს აწარმოოს ესა თუ ის პროდუქტი და სარეალიზაციოდ გაიტანოს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ექსპორტზე.


პოდკასტი