როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად მეცნიერი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, როინ მეტრეველი აირჩიეს. ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, აკადემიის საერთო კრება დღეს ჩატარდა. მეცნიერებმა რიგი საორგანიზაციო და, ამავდროულად, აკადემიის პრეზიდენტის არჩევნების საკითხი განიხილეს. საერთო კრებაზე, ხმათა უმრავლესობით, აკადემიის პრეზიდენტად როინ მეტრეველი შეირჩა.

როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 1993 წლიდან მოღვაწეობს.  აკადემიის წევრი, 2007 წლიდან მეცნიერი აკადემიკოსის მდივანი გახდა, 2013 წლიდან დღემდე კი იგი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი იყო.

როინ მეტრეველის სახელთან არის დაკავშირებული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემა, ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა და ნაშრომისა. მისი რედაქტორობით, გამოიცა 100- მდე წიგნი და ნაშრომი. მეცნიერის ძალისხმევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა, რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. აღდგა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოც.


პოდკასტი