თბილისი საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალს მასპინძლობს

დღეს, თბილისში  საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი ,,TBILISI PIANO FEST” დაიწყო. ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და ბიბლიოთეკის  დარბაზებში ჩატარდება. მასტერკლასებს ეროვნული სასახლე უმასპინძლებს, ბოლო ორ დღეს კი, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, დუდანა მაზმანიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის, მარიამ ბაწაშვილისა  და ბერლინის შტაატსკაპელეს ორკესტრის იტალიელი დირიჟორის, ჯუზეპე მენტუჩას ერთობლივი კონცერტები გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს უკრაინული წარმოშობის გამოჩენილი პიანისტი კონსტანტინე ლიფშიციც.

ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ცნობილი პიანისტები, სხვადასხვა ქვეყნიდან ესტუმრნენ. სტუმართა შორის არის ქართველი პიანისტი, ჰონენსის პრემიის გამარჯვებული, ნიკოლოზ ნამორაძეც.

ფესტივალი მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს ყოველწლიურად აერთიანებს. ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტებს კი საშუალება ეძლევათ, ინტერაქტიურ ფორმატშიც იყვნენ მასტერკლასების მონაწილეები და უშუალო, საფესტივალო გარემოში მიიღონ მეტი გამოცდილება.

ფესტივალი, რომელიც საქართველოში მეოთხედ ტარდება, მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. თბილისი საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალს 18 ივნისამდე უმასპინძლებს.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი