ვინ გამოიგონა პირველი სატვირთო ავტომობილი და ვინ იყო პირველი ქალი, რომელმაც სატვირთო ავტომობილის პირველი მართვის მოწმობა აიღო
პირველი სატვირთო ავტომობილი, 1896 წელს, გერმანელმა კონსტრუქტორებმა, ინჟინრებმა და მეწარმეებმა- გოტლიბ დაიმლერმა და ვილჰელმ მაიბახმა შექმნა, ავტომობილის პირველი მისაბმელი კი, 1914 წელს, გერმანელმა ავტომწარმოებელმა, ჩარლზ ფრიუჰაუფმა.
სატვირთო ავტომობილების აწყობა გერმანელ კონსტრუქტორებს საინტერესო გარემოების გამო გადაუწყვეტიათ. გამომგონებლებს სურდათ შეემოწმებინათ, შეძლებდა თუ არა მათ მიერ ახლადდამზადებული ავტომობილის ძრავა მრავალტონიანი მანქანის დაძვრასა და წაყვანას.
სატვირთო ავტომობილი პირველად მეხანძრეებს გამოუყენებიათ, რადგან, ხანძრის გაჩენის ადგილას ყოველთვის ბევრნი მიდიოდნენ.
მდედრობით სქესის წარმომადგენელზე სატვირთო ავტომობილის პირველი მართვის მოწმობა 1929 წელს გაიცა. ეს ქალბატონი ლილი მაკ’ჯი დრენანსი გახდათ, რომელმაც , ასევე პირველად, შორ დისტანციაზე დაიწყო თავისი სატვირთო ტვირთების გადატანა. გარდა ამისა, ლილი მაკ’ჯი დრენანსი იყო პირველი ქალი, რომელიც პირველ ავტოსატრანსპორტო კომპანიას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში .