,,გმირები ისევ არსებობენ“ – 12 ივნისი მეხანძრე- მაშველის პროფესიული დღეა

დღეს საქართველოში მეხანძრე- მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება. ეს დღე ერთმანეთზე ზრუნვის, გვერდში დგომის, მუდმივი მზადყოფნისა და მამაცობის სიმბოლოა.

მნიშვნელოვანია მეხანძე-მაშველის როლი და მისია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. ამ პროფესიის  მთავარი და პირდაპირი მისია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და უსაფრთხოებაა. გასაჭირში მყოფი ადამიანების სიცოცხლე  მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული. ესენი არიან სწორედ ის გმირები, ვისთვისაც სხვისი სიცოცხლე საკუთარ სიცოცხლეზე წინ დგას. არაერთხელ გვინახავს, როგორი თავდადებით ებრძვიან არაერთ უბედურ შემთხვევას. თითოეული მეხანძრე-მაშველის უკან ბევრი საგმირო ისტორია ინახება.  არაერთ რთულ სიტუაციაში აღმოჩენილან, არაერთი ტრაგედიის მომსწრე ყოფილან და არაერთი ბედნიერებისაც. მეხანძრე-მაშველებმა ერთმანეთის გვერდში დგომის ფასი ყველაზე კარგად იციან. რისკი, რომელსაც ისინი თითოეული ჩვენგანისთვის სწევენ, ნამდვილად დასაფასებელია.  გმირები ისევ არსებობენ და კიდევ არაერთხელ მოვისმენთ მათი საგმირო  ისტორიების შესახებ.

მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღესასწაული საქართველოში 2016 წლიდან აღინიშნება.

მედია სააგენტო ,,24“ ქართველ გმირებს პროფესიულ დღეს ულოცავს.


პოდკასტი