ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

საგანმანათლებლო მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმი“, ამჯერად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის საჯარო სკოლას ესტუმრა. ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს უახლესი ლიტერატურა საჩუქრად გადასცეს. როგორც ცნობილია, სოფელი ძირითადად აჭარიდან ჩამოსული ეკოემიგრანტებითაა დასახლებული და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

,, ესაც 1800 სოფელი, სადაც წიგნებით ჩავედით. ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკის ქართულ სკოლას ვესტუმრეთ. ამიერიდან, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ უახლეს ლიტერატურას. საგანმანათლებლო მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმი“ გაჩერებას არ აპირებს. პერიოდულად, კიდევ არაერთ საჯარო სკოლის მოსწავლეებს გავახარებთ“,- აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ.

საგანმანათლებლო მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმმა“,  რამდენიმეწლიანი საქმიანობის შედეგად, საქართველოს 1800 ბიბლიოთეკას, მათ შორის სხვადასხვა სოფლის ბიბლიოთეკებსა და საჯარო სკოლებს, არაერთი საინტერესო წიგნი საჩუქრად გადასცა, ზოგიერთი მათგანი კი კომპიუტერებითა და საჭირო ტექნიკით განაახლა.


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

როგორ კითხულობდნენ ანტიკურ ხანაში და როდიდან მოდის უტყვად წაკითხვის ტრადიცია

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

“ნიკო ლორთქიფანიძე-ღირსების მასწავლებელი” – სკოლის ექსკურსია საინტერესო პრეზენტაციით

პოდკასტი