საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები შოტლანდიიდან მედლებით დაბრუნდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა შოტლანდიაში წარმატებით იასპარეზეს.  სამხედრო მოსამსახურეებმა, შეჯიბრში ,,მარშირება რთულ რელიეფზე“,  3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტოს 6 კაციანმა გუნდმა, რომელთა შორის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ, ქალაქ პერზირში, მოკავშირე ძალების ფონდის ეგიდით  გამართულ მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა. მარშირებაში სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ მიწვეულნი.

მარშირებისას, ოქროს მედლისთვის  დასაფარი იყო 54 მილი, ვერცხლისთვის- 36.5 და ბრინჯაოსთვის -22. თავდაცვის სამინისტროს გუნდიდან ოქროს მედლები მერაბ დემურაშვილმა, ზვიად ქარსანაშვილმა და ლევან წერეთელმა მოიპოვეს; ვერცხლის მედალი- ივანე კიპაროიძემ , ხოლო ბრინჯაოსი- გიორგი ბოცვაძემ და თემურ მეიფარიანმა მიიღო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე , თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ და წარმატება მიულოცეს.

ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას, ასევე, მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრობლემის დაძლევის გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა წინა წლებშიც წარმატებით იასპარეზა. სამხედრო მოსამსახურეებმა,  2016, 2018 და 2019 წლებში, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.


შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

ბათუმში, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს

თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვეს

15 ივნისი სამხედრო პოლიციის დღეა

პოდკასტი