18 ორსული ერთად – დღესასწაული, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
,,ჩემთვის ყველაზე ლამაზი ორსული ქალია და მინდა ყველა ქალი იყოს ასეთი ლამაზი. ორსულებმა გააერთიანა საქართველო ამ დილით“,-ასე ეხმაურება ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში პროექტს ,,ჰოლისტური ორსულობა“. დაუვიწყარი წუთები ფოტოგრაფმა ლიკა გაბუნიასთან ერთად გადაიღო.
ფსიქოთერაპიული სემინარის ,,ჰოლისტური ორსულობა“ ინიციატორი ანა არველაძეა.
,,დღესასწაული, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. ამ სემინარის ჩატარებაზე ვოცნებობდი. პროექტი არსენ გვენეტაძის დამსახურებით შედგა. ამ დაუვიწყარი წუთების აღბეჭდვით, უდიდესი საჩუქარი მივიღეთ არაჩვეულებრივი ფოტოგრაფებისგან. მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ ჯადოქრობისთვის და იმ საოცარ არსებებს, რომლებიც ჯანმრთელები, იღბლიანები, დღეგრძელები და ღირსეულები დაიბადებიან“,- წერს სოციალურ ქსელში ანა არველაძე.
ფსიქოთერაპიულ სემინარს ,,ჰოლისტური ორსულობა“ გარდენია შევარდნაძემ უმასპინძლა.