მედია – სააგენტო ,,24“ ახალ რუბრიკას იწყებს

,,პროფესია ადამიანი“ – ასე ჰქვია მედია სააგენტო ,,24“- ის ახალ რუბრიკას, სადაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანი საკუთარ თავს უფრო ახლოს გაგვაცნობს. რუბრიკაში მოხვდებიან როგორც ცნობადი, ასევე არაცნობადი სახეები. თითოეულ რესპონდენტს შესაძლებლობა ექნება, ბლიც ინტერვიუს საშუალებით, არაერთ საინტერესო, ცხოვრებისეულ და დასაფიქრებელ კითხვებს უპასუხოს. მაგალითად: მეგობრობასა და სიყვარულზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე, შეცდომებზე, ფასეულობებზე, დაუვიწყარ მომენტებზე, ადამიანობაზე, თავისუფლებაზე, ემოციებზე, ოცნებებზე, ღირსებაზე, პატიებაზე, სირთულეებზე და ასე შემდეგ. ასე რომ, წინ საინტერესო ბლიც ინტერვიუები გელოდებათ ადამიანებზე, ვისთვისაც ადამიანობა ყველაზე მთავარი და ღირსეული პროფესიაა.


პოდკასტი