საქართველოში მამის დღე პირველად 7 წლის წინ აღინიშნა

მამის დღე  პირველად, 1910 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში , ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში აღინიშნა. დღესასწაულის ინიციატორი სონორა სმარტ დოდი იყო. მამის დღე უილიამ სმარტის პატივსაცემად დადგინდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც  მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 6 შვილი მარტომ გაზარდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მამის დღე, ეროვნულ დღესასწაულად, 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ გამოცხადდა.  18 ივნისს, ამერიკის მოქალაქეები მარტოხელა მამების  მიმართ  ყურადღებას და პატივისცემას გამოხატავენ. დროთა განმავლობაში, მამის დღის აღნიშვნა სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს.

საქართველოში მამის დღე პირველად, 2016 წლის 18 ივნისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით აღინიშნა.  მას შემდეგ, დღესასწაული ტრადიციად იქცა. ეს დღე, მსოფლიო მასშტაბით, მამებს კიდევ ერთხელ ახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა შვილის აღზრდაში.

მამის დღის აღსანიშნავი ღონისძიება, საინიციატივო ჯგუფმა ,,მამის დღე საქართველოში“, 18 ივნისს, მთაწმინდის პარკში გამართა. პარკში მისულ სტუმრებს, ანიმატორებთან ერთად, არაერთი სახალისო გამოწვევა და სიურპრიზი დახვდათ.