დაწესდება თუ არა საგადასახადო შეღავათები აგროტურისტულ და ღვინის ტურიზმის სფეროში
აგროტურისტულ და ღვინის ტურიზმის სფეროში მოქმედი სუბიექტებისთვის, შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. საგადასახადო შეღავათი იმ პირებს შეეხება, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება.
უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტში წარდგენილია კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობის ფარგლებში, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლდება კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი, გაცემული ხელფასი და გაწეული ხარჯები.