როგორ კითხულობდნენ ანტიკურ ხანაში და როდიდან მოდის უტყვად წაკითხვის ტრადიცია

ადამიანებმა დაწერილი ტექსტების მდუმარედ კითხვა  ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნიდან დაიწყო. ანტიკურ ხანაში ადამიანები მხოლოდ ხმამაღლა კითხულობდნენ, მათ შორის წიგნებსაც. ჩუმად კითხვა საზოგადოებაში ბევრ ეჭვს ბადებდა და სრულიად მიუღებელი გახლდათ. თუ ვინმე წაკითხვას დააპირებდა, იგი ვალდებული იყო, სიტყვიერად გადმოეცა დაწერილი ტექსტი. IV-V საუკუნეებშიც კი, სანამ ადამიანები ჩუმად წაკითხვას ბოლომდე მიეჩვეოდნენ, უხმოდ წაკითხვის გამო ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ. ერთი ასეთი ისტორიაც არსებობს. როდესაც ამბრუსიუს ალექსანდრიელმა, ერთ-ერთი გაკვეთილის მიმდინარეობისას, სიტყვის გადმოცემის გარეშე დაიწყო ტექსტის თვალიერება, მისი მოსწავლეები მეტად გაკვირვებულები დარჩნენ და მასწავლებლისგან განმარტების მიღება მოითხოვეს, თუ რატომ მოიქცა ასე.

როგორც ლუკიანე სამოსატელი, დიმიტრიოს-კინიკელი, ნეტარი ავგუსტინე და სხვანი ირწმუნებოდნენ, ტექსტების ხმამაღლა წაკითხვა ერთობ ხმაურიანი საქმიანობა გახლდათ.