ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე მიწა ჩამოიშალა

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე მიწა ჩამოიშალა, რამაც მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. ამ ეტაპზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე, საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.   ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.

 


პოდკასტი