გერმანიაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხმალი 3000 წლის ისტორიას ინახავს

გერმანიაში, ქალაქ ნორდლინგენში, არქეოლოგებმა 3000 წელზე მეტ ხნის ბრინჯაოს ხმალი აღმოაჩინეს. იარაღი, რომელიც ერთ- ერთ საფლავში ნახეს, სავარაუდოდ , ძვ.წ. XIV საუკუნის ბოლოთი თარიღდება. ბრინჯაოს ხმალს რვაკუთხა სახელური აქვს, სხვადასხვა ორნამენტითაა შემკული და თითქმის ახალივით პრიალებს.

ხმლის აღმოჩენის ასეთი იშვიათი შემთხვევა მეცნიერებს იარაღის წარმოშობის შესახებ კითხვებს უჩენს. მათი თქმით, მსგავსი ხმლის დამზადება რთული ეტაპების გავლას ითვალისწინებდა. პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ ნორდლინგენის ხმალი ბრძოლაში არ გამოყენებულა, თუმცა ის რეალურ იარაღს წარმოადგენს.

საფლავში, ბრინჯაოს ხმალთან ერთად, არქეოლოგებმა სხვა ბრინჯაოს ნივთები და მამაკაცის, ქალისა და ბიჭის ძვლები აღმოაჩინეს. ექსპედიციის მონაწილეებს, ჯერჯერობით, არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, ერთად დამარხულ ადამიანებს აკავშირებდათ თუ არა ნათესაური კავშირი.


ვინ იყო ქალი, რომლის სამარხშიც 5000 წლის წინანდელი ღვინო აღმოაჩინეს

„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

სტუ-ს სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფი მნიშვნელოვანი აღმოჩენის თანამონაწილე გახდა

პოდკასტი