ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ამჯერად ხაშურში გაიხსნა

ხაშურში, ,,საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, პირველი ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი გაიხსნა. საწყის ეტაპზე, ცენტრი 0-7 წლამდე განვითარების ეტაპების დაყოვნებისა და ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებს მოემსახურება. პროგრამა ჯანმრთელობის სამინისტროს სოციალური რეაბილიტაცია/აბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის   ფარგლებში განხორციელდა, რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განათლებისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

შემდეგ ეტაპზე  დაგეგმილია ზემოთ აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი ქვეპროგრამის რეაბილიტაცია/ აბილიტაციის დამატება, რომლის ფარგლებშიც, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი 0-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის ბენეფიციარებს მოემსახურება.

აღნიშნული ცენტრისთვის ,,საზოგადოება ბილიკს“ ფართი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზურფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. ცენტრის აღჭურვა, რეაბილიტაცია და გარემონტება კი ორგანიზაციამ ,,ადრა საქართველოს“ მხარდაჭერით შეძლო.

პროექტი, სახელწოდებით ,,საქართველოში შშმ ბავშვებისა და რთული ქცევის მქონე მოზარდების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“, 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ხაშურში, მუსიკალური სკოლის შენობაში იფუნქციონირებს.


სწავლის დაფინანსების მიზნით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

საერთაშორისო ფესტივალს ,,ივერია ბრილიანტი“ ამჯერად რაჭა უმასპინძლებს

სიმონ პეტრიდისი რეგიონებში შეხვედრებს მართავს

დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

პოდკასტი