რამდენ საუკუნეს ითვლის ქართული ნუმიზმატიკა
ქართული ნუმიზმატიკა 26 საუკუნოვან ისტორიას ითვლის. ამ დროის განმავლობაში მოჭრილი მონეტების ორნამენტებსა და წარწერებში კარგად იკითხება ჩვენი ქვეყნის მიერ განვლილი გზა. ხშირია მონეტებზე ორენოვანი წარწერებიც.
ყველაზე საგულისხმო დავით IV აღმაშენებლისა და დავით VI ნარინის მეფობისას მოჭრილი მონეტების წარწერებია. დავით აღმაშენებლის დროს მოჭრილ სპილენძის მონეტაზე ვკითხულობთ, რომ ის იყო მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, დავით ნარინის დროინდელი მონეტით კი მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ის იყო ,, მსოფლიოს მფლობელის ყაენის მონა დავით მეფე“.
ისიც საგულისხმოა, რომ გიორგი მესამემ თამარის თანამესაყდრედ გამოცხადებისთანავე მოაჭრევინა მისი სახელობის მონეტები წარწერით: ,,მეფე დედოფალი თამარი“, რითიც მისი ლეგიტიმურობა კიდევ უფრო გამყარდა.
საქართველოს ზარაფხანებში საკუთარ ფულს დამპყრობლებიც ჭრიდნენ. დღეს ისინი ჩვენ სამუზეუმო მემკვიდრეობას წარმოადგენს და მათი დახმარებით კიდევ ერთხელ ვიგებთ ჩვენი ისტორიის პოლიტიკურ დეტალებს. ფულისა და ისტორიის თანხვედრის ჩინებულ მაგალითს წარმოადგენს ერეკლე მეორის მიერ გამოშვებული ორი მონეტა.
ერეკლე მეორის მემკვიდრემ და ქართ- კახეთის უკანასკნელმა მეფემ გიორგი XII მოჭრა ბოლო ქართული მონეტა, რასაც, 1804 წლიდან, ქართულ-რუსული მონეტები მოჰყვა. ეს ხაზი ქართული ბონის შემოღებამდე გაგრძელდა, თუმცა მხოლოდ სამიოდე წლით. მეოცე საუკუნის მიწურულს, საქართველომ კიდევ ერთხელ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და , მასთან ერთად, სახელმწიფო სიმბოლო-ეროვნული ფულიც.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/2UyNFJD_KeE