ყველაზე დიდი ფრინველის სკულპტურა 10 წლის განმავლობაში მზადდებოდა
ქანდაკება ,,ჯატაიუ“ (Jatayu) ინდოეთის შტატში, კერალაში მდებარეობს. ქანდაკება, რომელიც 2017 წელს გახსნეს, მოგზაურობის პარკშია აშენებული. ძეგლს ყველაზე დიდი ფრინველისქანდაკების სტატუსი მიენიჭა.
ფრინველის სიგრძე 200 ფუტს აღემატება, სიგანე 150 ფუტს, ხოლო სიმაღლე 70 ფუტს შეადგენს. ქანდაკება მისი მკრთალი და ლამაზი დეტალების შესრულებით გამოირჩევა. სკულპტურას ფრთები მიწაზე აქვს დაფენილი, რაც მნახველებს შესაძლებლობას აძლევს მასზე თავისუფლად ავიდნენ. ასევე, ხელმისაწვდომია მასში შესვლა და შიგნიდან დათვალიერება. ფრინველის სხეული შენობის სახურავს ემსახურება.
გასაკვირი არაა, რომ მოქანდაკე ანჩალსას და მის გუნდს, ამ სტრუქტურის სრულად აგებისთვის, 10 წელი დასჭირდათ. გარდა იმისა, რომ სკულპტურა არქიტექტურის შედევრია, ქანდაკების მნიშვნელოვანი კონტექსტიც არსებობს. ფრინველი ჯატაიუ, ასევე, არის სიმბოლო იმისა თუ როგორ ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ადამიანები, ცხოველები და სხვა ცოცხალი არსებები დედამიწაზე და როგორ ზრუნავდნენ ერთმანეთზე. “ჯატაიუ” ცნობილია, სახელწოდებით ,,ღვთიური წარმოშობის კეთილშობილი ფრინველი”. არსებობს მისტიური ლეგენდა, რომლის თანახმადაც, იგი ცდილობდა გადაერჩინა ,,სიტა“, განთქმული რამას ცოლი. ლეგენდის მიხედვით, სიტას დემონების მეფე რავანა იტაცებდა, რა დროსაც “ჯატაიუ” მის დასაცავად გამოვიდა. რავანასთან ბრძოლის შემდეგ, მეფემ ჯატაიუს მარცხენა ფრთა მოაჭრა და სიტასთან ერთად გაიქცა.
თარგმნა ნიკოლოზ ხუციშვილმა