რითი აოცებს თრუსოს ხეობა მნახველს

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

საქართველოს ყველა კუთხე, თავისი ისტორიით, სილამაზით, სიძველითა და არაერთი განმაცვიფრებელი სანახაობით განსაკუთრებულია. ერთ-ერთი მათგანი თრუსოს ხეობაა. ეს არის ადგილი, რომელიც თითოეულ მნახველში უდიდეს ემოციასა და შთაბეჭდილებას ტოვებს.

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

 

თუ თრუსოს ხეობას გაუყვებით, გზად ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, ნასოფლარებს, ძველ კოშკებს, საფორტიფიკაციო კომპლექსების ნაშთებს,  მინერალური წყლებიდან  გამოლექილ ტრავერტინებს და მყინვარულ და მდინარეულ ნაფენებს შეხვდებით. სპეციალისტების თქმით, ტრავერტინი წნევის დაცემის გამო წარმოიქმნება. მიწისქვეშა წყლების ზედაპირზე გამოსვლისას, ნახშირბადის ორჟანგი გამოყოფს ხსნარს, რომელიც შეიცავს გახსნილ კალციუმის ბიკარბონატს.  ტრავერტინებს ხეობის 20 ჰექტარი უკავია.

 

თრუსოს ხეობა მდინარე თერგის სათავიდან სოფელ ალმასიანამდე ვრცელდება. ხეობა მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაცლილია. შეიძლება ითქვას, რომ ხეობის რამდენიმე ნასოფლარი მასშტაბებით ხევსურეთისა და თუშეთის ციხე-სოფლებს არ ჩამოუვარედება. მათ შორისაა: მნა, კეტრისი, აბანო, ზაქაგორი, ბურმასიგი, ტეფი, კარათყაუ  და რესი. სოფელი რესი საქართველოს ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა (2400 მ) მდებარე სოფელია.

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

აქ უძველესი დროიდან  ქართველები ცხოვრობდნენ. თრუსოს ხეობაში ეთნიკურად ოსები მე-17 საუკუნიდან დასახლდნენ და მოხევეების გვერდით ცხოვრობდნენ. ოსებმა საცხოვრებელი სახლები 90- იან წლებში დატოვეს.

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

ხეობას გარშემო მყინვარები და კლდოვანი მწვერვალები აკრავს, რომელთა შორის , ფერდობზე, მინერალური წყაროს წყლების ნაკადები მოედინება. ხეობაში ფრაგმენტულად გვხვდება არყის ტყეები.

ფოტო: გიორგი ნიკოლავა

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი