ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

დღეს, „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, პარლამენტმა  მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცხოველის წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი პროპორციულად გამკაცრდა. დღეიდან, მათ მიმართ, ვინც ცხოველებზე იძალადებს, სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება ექნება.

მიღებული ცვლილებებით, ცხოველის წამება და სიკვდილი ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ, ჯარიმით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

„ბოლო პერიოდში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გახშირდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მართალია, “სისხლის სამართლის კოდექსის“ თანახმად ცხოველების წამება და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა დასჯადია, თუმცა, აღნიშნული დანაშაულის უკეთ პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, რომ მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდეს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

გახდება თუ არა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო

,,საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე“- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო- რეგულირების სააგენტო კლინიკების შემოწმებას გაფრთხილების გარეშე შეძლებს

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

პოდკასტი