ხის ნაკეთობების მრავალფეროვნება მარიამ ზეინალაშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში

მარიამ ზეინალაშვილმა ხესთან ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო. ხეზე მუშაობის სურვილი  მამისგან გაუჩნდა. ბავშვობის დიდი ნაწილი სწორედ მის სახელოსნოში გაატარა. ყოველთვის აინტერესებდა რას და როგორ აკეთებდა, ბევრი რამ ისწავლა მისგან. მიუხედავად ამ საქმის დიდი სიყვარულისა, პროფესიად ქორეოგრაფია აირჩია. ამჟამად, საბავშვო ბაღში, პატარებს ცეკვას ასწავლის, თუმცა ხესთან ურთიერთობა არასდროს შეუწყვიტავს.

ხის ოსტატმა, მეწარმეობის კურსის გავლის შემდეგ, გრანტი მიიღო, რითიც დანადგარები შეიძინა და თავისი სახელოსნო გახსნა. სახელოსნო ,,კოხტაში“ ხის ნაკეთობებს- სახლის დეკორაციებს, თაროებს, საკიდებს, დაძველების ეფექტის მქონე ლანგრებს, სათამაშოებს, მისალოც ბარათებსა და სხვა არაერთ ნაკეთობას მეგობრებთან ერთად ქმნის. მარიამ ზეინალაშვილი ხეზე მუშაობის პარალელურად, რეალიზაციის საკითხებსაც თავად კურირებს და  ყოველდღიურად წინ მიიწევს, რაც ძალიან აბედნიერებს.

,,სახელოსნო ერთადერთი ადგილია, სადაც, როცა შევდივარ, სხვა ყველაფერი მავიწყდება. აქ უამრავი იდეა მომდის, ჩემს თავში ახალი ნიჭი აღმოვაჩინე, რამაც ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. ბედნიერებაა, როცა აკეთებ იმ საქმეს, რაც ბავშვობიდან ასე ძალიან გიყვარს“,- აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ხის ოსტატმა.

ამჟამად, მარიამ ზეინალაშვილის მთავარი მიზანია  ,,აწარმოე საქართველოს“ პროექტში მიიღოს მონაწილეობა, გრანტი მოიპოვოს და სახელოსნო გააფართოოს.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი