როდის ჩაეყარა მუსიკალურ ნოტებს საფუძველი

როგორც ცნობილია, მუსიკალურ ნოტებს საფუძველი შუა საუკუნეების იტალიელმა მუსიკის თეორეტიკოსმა და პედაგოგმა , ბენედიქტელმა ბერმა გვიდო დ’ არეცომ ( 990-1050 წლები) ჩაუყარა. ბერს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ- გვიდო მონაკო, გვიდო არეცო, გვიდო პომპოზიანო და გვიდო დ’არეცო.

არეცოს სააბატოშო მოღვაწეობისას, გვიდომ მრავალმხრივი მუსიკალური რეფორმა განახორციელა, რამაც მას ფართო აღიარება მოუტანა. პომპოზას სააბატოში მოღვაწეობისას კი იგი ნოტებს სანოტო დაფაზე დაშტრიხული კვადრატებით აღნიშნავდა და ოთხი პარალელური ხაზიც შემოიტანა. უფრო მაღალი ტონის ნოტი ამ პარალელურ ხაზებზე უფრო მაღლა გამოისახებოდა.

გვიდომ სანოტო სისტემის საფუძვლად წმინდა იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი კათოლიკური საგალობელი ,,Ut queant taxis” გამოიყენა. მან, აკროსტიქის პრინციპის  თანახმად, ამ საგალობლების სტროფების საწყისი ასოები აიღო და მათი საშუალებით ნოტები – ut, re, mi, fa, sol, la შექმნა. საინტერესოა, რომ ამ საგალობელში ყოველი სტროფი წინაზე უფრო მაღალ ტონში იმღერებოდა, შესაბამისად გვიდოს ჩანაფიქრიც ოპტიმალური იყო.

პირველი ნოტი UT მოგვიანებით დო–თი ჩაანაცვლეს, მიზეზი მისი მოუხერხებელი ჟღერადობა გახლდათ. ეს ცვლილება ვინმე ჯონ დონს მიეწერება, რომელმაც, დაახლოებით 1540 წელს, ნოტს სახელი უზენაესის პატივსაცემად უწოდა. მეშვიდე ნოტი შუა საუკუნეებში გაბატონებულ ექვსსაფეხურიან ხმათაწყობაში თავდაპირველად არ შედიოდა. მოგვიანებით, დაახლოებით 1574 წელს, თანამედროვე ოქტავურ სისტემაზე გადასვლისას, მუსიკის თეორეტიკოსებმა მეშვიდე ნოტს სი უწოდეს. ამ სახელის შერჩევისას გვიდო დ’არეცოს მიბაძეს და, ზემოხსენებული წმინდა იოანეს საგალობელში არსებული ბოლო სტროფიდან, წმინდანის ინიციალები სი (Sancte Ioannes) გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ შვიდი ნოტიდან თითოეული ნოტი  წარმოადგენს არა მხოლოდ მუსიკალური ბგერის გრაფიკულ ნიშანს, არამედ ყოველი მათგანი თავის აზრს შეიცავს. მაგალითად: დო (Dominus)- ღმერთს ნიშნავს, რე (Renum)- მატერიას, მი ( Miraculom)- სასწაულს, ფა ( Familias planetarium) – მზის სისტემას, სოლ ( Solis)- მზეს, ლა ( Lactea via)- ირმის ნახტომს, სი (Siderae) კი ზეცას.


პოდკასტი