საქართველოში ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის სტანდარტი დამტკიცდა
საქართველოს ახალგაზრდული საქმიანობის ისტორიაში, სტანდარტის დამტკიცება სახელმწიფო დონეზე, ახალგაზრდული მუშაკის პროფესიად აღიარების პირველი პრეცედენტია. დოკუმენტის ადვოკატირება ხელს შეუწყობს ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის პოპულარიზებასა და ახალგაზრდული მუშაკების მომზადება-გადამზადების მოკლე და გრძელვადიანი ხარისხიანი პროგრამების შემუშავებას. სტანდარტით განსაზღვრულია ახალგაზრდული მუშაკის პროფესიული კომპეტენცია და ფუნქციები.
დოკუმენტის შემუშავება ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით დაიწყო. საჯარო განხილვებში ახალგაზრდული ორგანიზაციები, ახალგაზრდული მუშაკები და სფეროს ექპერტები მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის დანერგვა ახალგაზრდობის სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“-ით გათვალისწინებულ მიზნებს შეესაბამება.