გელათის სამონასტრო კომპლექსში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს

გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო აკვირდება, რომელთა მიერ შეგროვებული მასალის საფუძველზე, შემდგომში, კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებების განსაზღვრა მოხდება. საბჭოს წევრები სიტუაციასა და მიმდინარე საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.

ამჟამად, გელათში  კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი მუშაობს, რომელიც ძეგლზე არსებული პრობლემების დეტალური აღწერასა და კედლის მხატვრობის ტექნოლოგიურ კვლევას ახორციელებს და, ასევე, მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალურ ლექსიკონს ამზადებს.

მისიის ფარგლებში, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მოწვევით, სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს მრავალდარგობრივი ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს. მათ შორის არიან: კედლის მხატვრობის კონსერვატორები და დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ გეტის კონსერვაციის ინსტიტუტის, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის, ინგლისის ეროვნული ფონდის, ინგლისის მემკვიდრეობასთან და საეკლესიო ნაგებობათა საბჭოსთან. თითოეულ მათგანს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე წარმატებული მუშაობის გამოცდილება აქვს.

საპატრიარქოს განცხადებით, ინსპექტირების სამუშაოების დასრულებისთანავე, 2023 წლის 15 ივლისს, საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ხედვასადა შემუშავებულ მიდგომებზე, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.


,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

გორში, მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანებს ახალი დღის ცენტრი მოემსახურება

21 სექტემბერი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულია

დღეს, 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი დგება

საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება

პოდკასტი