სიმონ პეტრიდისი რეგიონებში შეხვედრებს მართავს

პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში რეგიონებში შეხვედრებს მართავს. ამჯერად, სიმონ პეტრიდისი ხაშურის, გორისა და ახალციხის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა ,,ევროპის ფონდის“, კოალიცია ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისთვისა“ და საზოგადოება ,,ბილიკის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

სიმონ პეტრიდისმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ხორვატიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და შვედეთის შშმ პირთა პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე, ასევე, ეროვნული კანონმდებლობითა და კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების განხილვა მოხდა. საუბარი შეეხო აღნიშნული პროგრამების მუნიციპალიტეტებში დანერგვის საკითხსა და ამ მიზნით განხორციელებულ პრაქტიკულ სამუშაოებს.

როგორც სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, მოხარულია, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ასევე  მერის შშმ პირთა საბჭოების წევრები არიან, მზადყოფნას გამოთქვამენ სიახლეებისთვის და სურვილი აქვთ, მათ მუნიციპალიტეტში არსებული სერვისები გააუმჯობესონ.

პროექტის ფარგლებში,  შეხვედრები სხვა მუნიციპალიტეტებთანაც გაიმართება და გაღრმავდება თანამშრომლობა შშმ პირთა კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის.


სწავლის დაფინანსების მიზნით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

საერთაშორისო ფესტივალს ,,ივერია ბრილიანტი“ ამჯერად რაჭა უმასპინძლებს

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ამჯერად ხაშურში გაიხსნა

დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

პოდკასტი