თიბისი ბანკის ახალი ინოვაციური პროექტი მომხმარებლისთვის
თიბისი ბანკი თავის მომხმარებლებს ახალ პროდუქტს – “განაწილებას” შესთავაზებს. პროექტი საქართველოსთვის ინოვაციურია, თუმცა საერთაშორისოდ ფუნქციონირებს ასეთი სახელით – “შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით”

თიბისი ბანკი თავის მომხმარებლებს ახალ პროდუქტს – “განაწილებას” შესთავაზებს. პროექტი საქართველოსთვის ინოვაციურია, თუმცა საერთაშორისოდ ფუნქციონირებს ასეთი სახელით – “შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით” ( BNPL- Buy Now, Pay Later).
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პროდუქტი „თიბისის’’ მომხმარებლებს საშუალებას მისცემთ, კონკრეტული ნივთი შეიძინონ, მისი ღირებულება ოთხ თვეზე გადაანაწილონ და თანხა ყოველგვარი საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე, ფილიალში მიუსვლელად გადაიხადონ.
განაწილებით სარგებლობა ციფრულ ბანკში QR კოდის დასკანერებით, ძირითადი პირობების გაცნობისა და ხელშეკრულების დადასტურების შემდეგ იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ახალი პროდუქტის მომხმარებლებს წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი ექნებათ, რითი სარგებლობაც, თავდაპირველად, 18 წელს ზემოთ მყოფ პირებს შეეძლებათ.
ავტორი: თაკო ბოკუჩავა

