ალისტერ ბრაუნმა მსოფლიო რეკორდი მესამედ დაამყარა

ალისტერ ბრაუნი გინესის წიგნში მესამედ შევიდა. მან 150 საათის განმავლობაში, დრამზე დაკვრით მსოფლიო რეკორდი მოხსნა. 45 წლის მუსიკოსმა, ლისბერნის მუსიკალურ ცენტრში 2500 სიმღერა დაუკრა.

,,მე ვვარჯიშობ, რათა გავუმკლავდე ძილის ნაკლებობას, რომ ჩემი სხეული და გონება შეეგუოს ამას. გინესის წესები იძლევა ხუთწუთიან შესვენებას ყოველ საათში, რომელიც შეგიძლია დაზოგო და ეს ყველაფერი აუცილებლად ჩაწერილი და გადამოწმებული უნდა იყოს. მე მიზნად მაქვს დასახული, დავაგროვო დრო ყოველ 4 საათში და 20 წუთი გამოვიყენო ჭამისთვის და ძილისთვის“,- განაცხადა ალისტერ ბრაუნმა რეკორდის დამყარებამდე.

რეკორდსმენმა ეს გამარჯვება თავის მეგობარს, შერონ დეგანის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც 2021 წელს, 49 წლის ასაკში, პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.

„მკურნალობა ხელმისაწვდომი იყო და შერონს სჭირდებოდა 24/7-ზე ზრუნვა. სამუშაომ მომცა საშუალება, სახლიდან მემუშავა. მე მასზე სამ წელზე მეტი ვზრუნავდი. ის ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოდა და ყველას გვასწავლიდა, თუ როგორ შეგვეცვალა ცხოვრებისეული აზროვნება. ის ნამდვილი მეომარი იყო, ბოლომდე ებრძოლა ამ ვერაგ დაავადებას”,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ალისტერ ბრაუნი.

შერონის დაკარგვის შემდეგ, ალისტერ ბრაუნმა ფსიქიკური აშლილობა განიცადა და, როგორც თავად ამბობს, განკურნებაში მას დრამის საზოგადოება დაეხმარა.

ამ ყველაფრის შემდეგ, რეკორდსმენი საქველმოქმედო ფონდებს ხშირად ეხმარება.

ალისტერ ბრაუნმა პირველი რეკორდი 2003 წელს, მეორე კი 2008 წელს დაამყარა.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი