ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
74 წლის ასაკში, ჩარლი შაპლინის შვილი, მსახიობი ჯოზეფინ ჩაპლინი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. როგორც ფრანგული მედია იუწყება, მსახიობი 13 ივლისს დაიღუპა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 21 ივლისს გახდა ცნობილი.
ჯოზეფინ ჩაპლინი 1949 წლის 28 მარტს, ჩარლი ჩაპლინისა და მისი მეოთხე ცოლის, ბრიტანელი მსახიობის, უნა ო’ნილის ოჯახში დაიბადა. იგი ჩარლი ჩაპლინის 11 შვილიდან მეექვსე იყო.
ჯოზეფინ ჩაპლინმა თავისი ცხოვრება მსახიობობას დაუკავშირა. ეკრანზე პირველად სამი წლის ასაკში, მამის ფილმში ,,რამპის ჩირაღდნები“ გამოჩნდა.
მსახიობმა 20-მდე ფილმსა და სერიალში ითამაშა. იგი, დიდი ხნის განმავლობაში, პარიზში ცხოვრობდა და თავისი როლების უმეტესი ნაწილი ფრანგულ ფილმებში შეასრულა.
ჯოზეფინ ჩაპლინის დაკრძალვა პარიზში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაიმართა.
ნიკოლოზ ხუციშვილი