გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

პოპულარული ტელეწამყვანი, 2001 წლის 26 ივლისს, თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით, ამ მკვლელობის მიზეზი იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო.

ჟურნალისტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებამ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და საუკეთესო ჟურნალისტად.


პოდკასტი