უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილის პანაშვიდი თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება

უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და თანამებრძოლები დახვდნენ.

რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი

უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და თანამებრძოლები დახვდნენ.

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის პანაშვიდი თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. შაბათს კი მას დამპალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ქართველი მებრძოლის ცხედარი მანამდე, ხარკოვის ოლქიდან კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ყაფლანიშვილის დაღუპვის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში რვა წელია მსახურობს. ნადირაძე ყვება, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი.

„მინდა ყველამ იცოდეს, ძალიან ვაჟკაცურად იბრძოლა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბომბვის დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. ადგილზე დაიღუპა. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – ამბობს ვანო ნადირაძე.

21 ოქტომბერს უკრაინაში მიხეილ ყაფლანიშვილის გარდა, კიდევ ერთი ქართველი, ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ყაფლანიშვილი ლუგანსკის რეგიონში, ხოლო მარტიაშვილი ხერსონის მახლობლად მიმდინარე ბრძოლებისას დაიღუპნენ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო და დაღუპულთა სამშობლოში გადმოსასვენებლად საჭირო ღონისძიებები მიმდინარეობს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე, აგრესორთან ბრძოლას 22 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტორი: ლელა დევდარიანი


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

31 მარტის ამინდის პროგნოზი

გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

პოდკასტი