9 ოქრო, 13 ვერცხლი, 6 ბრინჯაო – საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წარმატება ევროპაში

2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ალბანეთში ჩატარდა, საქართველოს ძალოსანთა ორივე ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ორივე კატეგორიის მიხედვით, 20 და 23-წლამდელების შემთხვევაში, საქართველოდან სულ 22 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის, 3 გოგონა იყო.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ალბანეთში ჩატარდა, საქართველოს ძალოსანთა ორივე ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ორივე კატეგორიის მიხედვით, 20 და 23-წლამდელების შემთხვევაში, საქართველოდან სულ 22 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის, 3 გოგონა იყო. სამწუხაროდ, ოთარ ზაბახიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მონაწილეობა ვეღარ შეძლო.

ეს ჩემპიონატი, ჩვენი ნაკრებისთვის, 10 დღე გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველი ძალოსნების მოღვაწეობას კიდევ 28 მედალი შეემატა: 9 ოქრო, 13 ვერცხლი და 6 ბრინჯაო. თანაც 23-წლამდელებს შორის გუნდური პირველი, ხოლო 20-წლამდელებში გუნდური მეორე ადგილით დაწინაურდნენ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჩხეიძემ, აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში, 3 ოქროს მედალი დაიმსახურა. ამასთანავე, ევროპის რეკორდი დაამყარა და 23-წლამდელების სარეკორდო ზღვარი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

ოქროს მედლები მოიპოვეს: საბა და კახი ასანიძეებმა, ირაკლი ჩხეიძემ და ზაზა ლომთაძემ. გარდა ამისა, შეჯიბრის საუკეთესო მწვრთნელად ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე დასახელდა, რომელსაც ოქროს მედალი გადაეცა, ხოლო 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი, მალხაზ ლომთაძე, ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

ავტორი: მეგი მიქაბერიძე


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

31 მარტის ამინდის პროგნოზი

გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

პოდკასტი