ილია ჭავჭავაძის სახლ – მუზეუმში ,,ილიაობის“ დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა
2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, საგამოფენო სივრცე კი არაერთი საინტერესო ნამუშევრით: ქართული რეწვის, თექისა და სხვა ხელნაკეთი ნივთებით შეივსო. ასევე, ჩატარდა მასტერკლასები.
ილიას სახლის მასპინძლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ, რომლებმაც თავიანთი მხარის ფოლკლორი, მხატვრობა, თეატრი და პოეზია წარმოადგინეს.
ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტში მონაწილეობა რეგიონის მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს.
ილიაობის მასპინძელი მცხეთა-მთიანეთის მხარე გახლდათ, ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და მისი სახლი სრულიად საქართველოს სახლია.