ივლისში, უკანონო ტყითსარგებლობის 177 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის ივლისის თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 177 ფაქტი გამოავლინეს.  გამოვლენილი ფაქტებიდან, 117 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 60 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან, 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 41 ფაქტი გამოვლენილია კახეთში, 31 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, შიდა ქართლში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 29, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, იმერეთში – 10, გურიაში – 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 3, მცხეთა-მთიანეთში – 2, ქვემო ქართლში – 1. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 239 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 55 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


პოდკასტი