შოვში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება

სტიქიის ზონაში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ აქტიურად გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, არსებობს გონივრული ვადები, იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება  სტიქიური უბედურების ზონებში კეთდებოდეს, თუმცა პრემიერ -მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებითა და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ გარდაცვლილებს იპოვიან.

გარდა ამისა, თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ცხედარი, დაახლოებით 12 ადამიანი, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. მისი თქმით, ამჟამად ინტენსიური სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში, სამძებრო -სამაშველო სამუშაოებში 800-ზე მეტი ადამიანია ჩართული.


შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

პოდკასტი