სოფელ ხიდისთავის თავზე მიწის კარიერი გაკეთდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, უხვი ნალექის პერიოდში, სოფლის იმ ნაწილში, რომელიც მთის ფერდობზეა გაშენებული, მუდმივად ნიაღვარი მოდის. კარიერიდან ჩამოტანილი წყალი და ქვიშა ეზოებში შედის და, ხშირ შემთხვევაში, გორი-ატენი-უფლისციხის მაგისტრალამდეც კი აღწევს.

სოფლის მოსახლეობამ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, პრობლემის შესახებ წერილი გააგზავნა, თუმცა უწყება დუმს. მოსახლეობის თქმით, დეპარტამენტმა წერილი 2023 წლის 19 ივნისს მიიღო, მაგრამ პასუხი იმის შესახებ, თუ  რატომ გაკეთდა მიწის კარიერი სოფელ ხიდისთავში, მათთვის დღემდე არ გაუგზავნიათ.

საინტერესოა, მიიღებს თუ არა ხიდისთავის მოსახლეობა პასუხს, ან რა რეაგირებას მოახდენს შესაბამისი უწყება, თუმცა ფაქტი ერთია – სოფელი დიდი პრობლემის წინაშე დგას და მათ დახმარება სჭირდებათ.


სოფელ ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვანის სამარხი აღმოაჩინეს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კარი რუსმა სამხედროებმა აჭედეს

გორში სანთლების აქცია გაიმართა

საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ფიცესის მემკვიდრეობაა

პოდკასტი