ლევილის ისტორიულ მამულში, ფესტივალი 20 აგვისტოს დასრულდება

როგორც ცნობილია, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი მიმდინარეობს, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ ესწრება. XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ, ლევილის მამული ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს პირველად მასპინძლობს.

19 და 20 აგვისტოს, ფესტივალის დასკვნით ეტაპზე, მაყურებლის წინაშე თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, ნეკა სებისკვერაძე და „თეატრალურის კვარტეტი“, ეთნოჯაზჯგუფი „ირიაო“, ქუთაისის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ფოლკლორული ანსამბლი „იალონი“ წარდგებიან. ფესტივალი, 20 აგვისტოს, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „ერისიონის“ კონცერტით დაიხურება.

ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლებმა არაერთი საინტერესო კონცერტი, სპექტაკლი და სხვა კულტურული ღონისძიებები იხილეს, თუმცა, 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლევილის ფესტივალზე რამდენიმე დაგეგმილი საზეიმო კონცერტი სრულად გაუქმდა.

რაც შეეხება 13 აგვისტოს ღონისძიებას, ამ დღეს, საქართველოს კამერულმა გუნდმა, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, საეკლესიო საგალობლებით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ასევე შესრულდა იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოებები: „ქორალი” და „ბალახო მითხარ”. ღონისძიების მეორე ნაწილში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარმოადგინა. ღონისძიებას ქართველი ემიგრანტები, ფრანგი და სხვა უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.


გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

საქართველოში მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ მიმდინარეობს

საქართველო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

პოდკასტი