საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.

რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში, 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ბრეტანის რეგიონში გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი – საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი და ფიჯი მიიღებს. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 19 აგვისტოს, თავდაცვის ძალების ნაკრები პირველ თამაშს ესპანეთთან გამართავს, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთსა და ტონგას დაუპირისპირდება. დაკავებული ადგილის მიხედვით, ნახევარფინალში გუნდის მეტოქე გაირკვევა.

ჩემპიონატში მისაღებად, თავდაცვის ძალების გუნდი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანსა და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს.

რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას.


ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტთა შორის დასახელდა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები ასპარეზობენ

ძალოსანთა ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდა

პოდკასტი