ბახმაროში ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2023“ გაიმართება

19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2023“ გაიმართება.

დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. მას შემდეგ, სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება. ღონისძიებაზე  სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი იღებს მონაწილეობას.

„მონაწილეებისთვის დოღში გამარჯვება ღირსების საკითხია. ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოში დოღის, როგორც სპორტის, პოპულარიზაცია  და ბახმაროს კურორტის განვითარებაა. წელს ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს”, „ნაბეღლავისა” და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართება, მთავარი მხარდამჭერი კი “საქართველოს ბანკია“,- განაცხადა „წყალი მარგებლის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანა ბერიშვილმა.

როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, გამარჯვებულს მთავარ პრიზს „საქართველოს ბანკი“ გადასცემს. წელს, ღონისძიების საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს, რაც ბახმაროს დოღის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.

დოღში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 18 აგვისტოს, 12 საათზე, დოღის სტარტთან გაიმართება, შეჯიბრება კი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე დაიწყება.


პოდკასტი