21 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი კვინიტაძე დაიბადა

21 აგვისტოს, ქართველი გენერლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. ქართველი გენერლის ხსოვნის პატივსაცემად, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობამ ეროვნულ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მისი ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

გენერალი გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. 1919 წელს, გენერალმა  ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა, რომლის პირველი ხელმძღვანელი თავად გახლდათ.

1918-1921 წლებში, გიორგი კვინიტაძე სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, იგი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ხელმეორედ დაინიშნა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. საქართველოს ეროვნული გმირი  საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის ნეშტი საქართველოში 2021 წელს გადმოასვენეს და, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მშობლიურ მიწას მიაბარეს.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი