საქართველოს მეწარმე ქალთა გადამზადებაში შვედეთის მთავრობა და გაერო ეხმარება

“საქართველოს ბანკი” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მეწარმე ქალთა ხელშეწყობას განაგრძობს. პროგრამა მეწარმე ქალების სრულ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

“საქართველოს ბანკი” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მეწარმე ქალთა ხელშეწყობას განაგრძობს. პროგრამა მეწარმე ქალების სრულ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ის თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს აერთიანებს და ოთხ ძირითად სფეროს: თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნასა და დაფინანსებაზე წვდომას მოიცავს.

პროექტის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის, როგორც დამწყები, ასევე უკვე წარმატებული მეწარმე ქალების მესამე ნაკადი გადამზადდება.

მონაწილეები სამ ბიზნესკურსს გაივლიან: საბაზისო ციფრულ რესურსებს, მეწარმეობის საწყისებსა და ეფექტიან კომუნიკაციას ონლაინ შეისწავლიან, რის შედეგადაც ციფრული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ფსიქოლოგები და მწვრთნელებიც იქნებიან ჩართულები, რომლებიც მონაწილეებს პიროვნული უნარების განვითარებაშიც დაეხმარებიან.

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობასა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 

 

ავტორი: თაკო ბოკუჩავა