სარფში, ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

სარფში, საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა ,,კოკაინის“ ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ჰ.გ.ჯ.-ს, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 45,31 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეს, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.